ლევან შონიას დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. ლევან შონიას გუშინ ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მის მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქემ 10 000 დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. ყოფილ გუბერნატორს შინაპატიმრობა, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 20 წლის ბიჭი დააკავა
შემდეგი სტატია“შეიძლება ეს არის პასუხი პარლამენტთან მიმართებაში” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურიანად ჩაივლის