თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ენმ-ს ინიციატივას “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მხარს უჭერენ “ევროპულ საქართველოშიც.”

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ 19 წლის თემირლანმაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში მონაწილე არცერთი დამნაშავე ამ დრომდე არც გამოვლენილა და არც დასჯილა.

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ სახელმწიფოს მხრიდან იყო აშკარა გადამეტება და არის დანაშაული ჩადენილი და დღემდე სახელმწიფო თავს არიდებს იმას რომ გამოიძიოს ეს საქმე. ეს მოთხოვნა არსებობს პარლამენტში, არის დაყენებული საკითხი და ბუნებრივია უნდა შეიქმნას კომისია,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს მმართველი გუნდი.

„ჩვენ ქვეყანაში დამახინჯდა ეს იდეა საპარლამენტო კომისიის. რაღაც პოლიტიკურ ასპექტებზე გადაიჭრა. ისე რომ სტრუქტურებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ და ამ სტრუქტურებმა სწორედაც გაზრდილი პასუხისმგებლობის პირობებში პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარმოადგინონ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“შეიძლება ეს არის პასუხი პარლამენტთან მიმართებაში” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურიანად ჩაივლის
შემდეგი სტატიასაარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო