რუსი ოკუპანტების მობილიზება საოკუპაციო ხაზთან – შეიარაღებული ფორმიანები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ოკუპანტები ადგილზე სატვირთო მანქანით მივიდნენ და უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ.
“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ ხურვალეთის თავზე და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ახალი საგუშაგო კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ძველის გვერდზე რაღაც კონსტრუქციის მშენებლობის პროცესი ფიქსირდება და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი შეჩერება, არანაირი მშვიდობა რუსის გეგმებში არ არის და ეს ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ 2023 წლის მარტიდან ვაფიქსირებთ.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საგუშაგოების მშენებლობას, სანგრების თხრას და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – აცხადებს დავით ქაცარავა.