სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი უარყო

ლუდმილა ივანოვნა ნავალნაიას საქმეზე, რომელმაც ალექსეი ნავალნის სამედიცინო დახმარების არასათანადო მიწოდების გამო, ადმინისტრაციული სარჩელი კოლონიისა და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა,ლაბიტნანგის სასამართლომ სამართალწარმოება შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა, განაცხადა.

„სასამართლომ დაწერა, რომ მხოლოდ ალექსეი ნავალნი შეიძლება იყოს მოსარჩელე ასეთ სარჩელში მაინტერესებს როგორ? ახლა ის მოკლეს, მისი ოჯახის პრეტენზია დამცინავი ფორმულირებით უარყოფილია”- აცხადებს ჟდანოვი.

4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუდმილა ნავალნაიას საჩივარი სალეხარდის სასამართლომ განუხილველად დატოვა.

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა მხოლოდ 24 თებერვალს, მისი გარდაცვალებიდან რვა დღის შემდეგ. ლუდმილა ნავალნაიამ თქვა, რომ გამომძიებელი ალექსანდრე ვარაპაევი, მას აიძულებდა, ალექსეი საჯარო დამშვიდობების გარეშე, ფარულად დაეკრძალათ. მისი თქმით, ვარაპაევი დაემუქრა, რომ სხვა შემთხვევაში „რამეს გაუკეთებდა შვილის სხეულს“.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ოჯახი და თანამოაზრეები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს.

ალექსეი ნავალნი 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებული ფორმიანები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიაყალბი ოქროთი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს და 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ