შეგეხოთ თუ არა ვალების განულება, ამის შესახებ სპეციალური ვებ–გვერდიდან შეიტყობთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შავ სიაში მყოფ პირებს ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ, შეეხოთ თუ არა ვალების განულება, სპეციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

მინისტრის თქმით, ვებ-გვერდი დაახლოებით, 3 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„სადღაც 3 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება შევიდეს შეიყვანოს თავისი მონაცემები და შეამოწმოს შეეხო თუ არა ვალის განულება. პირადი მონაცემები დაცული იქნება დეტალები არ გამოვა, უბრალოდ ნახავს წითელ ან მწვანე ნიშნულს შეეხო თუ არა. შემდეგ დასაზუსტებლად იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავს, საიდანაც ჰქონდა სესხი აღებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღეს საქართველოს პრემიერ–ინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმად, 600 000–ზე მეტ მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ. საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

banner
წინა სტატიაშიწერეთლის გამზირზე, ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა
შემდეგი სტატიაშსს-ს სკანდალურ ვიდეოზე სადაც ლაშა ნაცვლიშვილი მონაწილეობს ინფორმაციას ავრცელებს