შსს-ს სკანდალურ ვიდეოზე სადაც ლაშა ნაცვლიშვილი მონაწილეობს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით რომელშიც პატრული და ლაშა ნაცვლიშვილი
მონაწილეობენ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედია
საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ
2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის
მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო
სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება”- ნათქვამია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ: ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარი გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე

https://www.timer.ge/lasha-nacvlishvili-paqtia-rom-sachesthan-zomaze-metad-nasvami-vijeqi-bodishi-minda-movukhado-khvelas-vinc-kadrebi-ikhila/?fbclid=IwAR3sqTY7faiJDyFURZzL1WjJqxipxfQMaGFEN4U1VKzVTY0tnxqRdzawtRE

banner
წინა სტატიაშიშეგეხოთ თუ არა ვალების განულება, ამის შესახებ სპეციალური ვებ–გვერდიდან შეიტყობთ
შემდეგი სტატიაბანერებს „არა ნაცებს – არა ბოროტებას“ „ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს, თუმცა იქ სრული სიმართლეა ასახული