შავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების
ხომალდის – „CARNEY“-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები და
სახომალდე სწავლებები ჩაატარეს.

სანაპირო დაცვის 3 საპატრულო კატარღისა და ამერიკული ხომალდის
მონაწილეობით, ღია ზღვაში, ერთობლივი საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო
წვრთნები გაიმართა, რომლებიც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და
ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა. სანაპირო დაცვის
დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი
დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ.

ერთობლივი წვრთნები აშშ-ს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო
დაცვის მცურავი საშუალებების ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებას შეუწყობს
ხელს.

საქართველოში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის – „CARNEY“-ის
ვიზიტის მიზანი იყო შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების
განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა,
საზღვაო კომპონენტებთან მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის
საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება.

banner
წინა სტატიაშიგოგი თათუხაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მიმართავენ
შემდეგი სტატიანარკომოვაჭრეებმა არიზონადან მექსიკაში გვირაბი გაიყვანეს