ნარკომოვაჭრეებმა არიზონადან მექსიკაში გვირაბი გაიყვანეს

აშშ-ს სამართალდამცველებმა მექსიკიდან ნარკოტიკების კონტრაბანდის გადასაზიდად გაკეთებული საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, ის მექსიკაში სახლს და არიზონას შტატში KFC-ის მივარდნილ რესტორანს აკავშირებდა ერთმანეთთან. პოლიციამ გვირაბი მას შემდგ აღმოაჩინა, რაც ივან ლოპესზე თვალთვალი დააწესა, რომელიც ქალაქ სან-ლუისში მიგდებული რესტორნის მეპატრონეა. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მის მანქანაში ნარკოტიკების მსხვილი პარტია აღმოაჩინეს, თითქმის მილიონი დოლარის ღირებულების.
სამართალდამცველებმა არ იციან გვირაბი რამდენი ხანია მოქმედებს. ლოპესი რესტორინის შენობის მფლობელი აპრილიდანაა.
მას შემდეგ, რაც მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა, მსგავსი ტიპის გვირაბები მომრავლდა, იმის მიუხედავად, რომ მისი გაყვანა ასობით ათასი დოლარი ჯდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში კორნუელის სანაპიროდან კენჭის აღებისთვის ჯარიმა შემოიღეს