გოგი თათუხაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მიმართავენ

გენერალი გოგი თათუხაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მიმართავენ:

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს
ასლი საქართველოში აკრედიტებულ
საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს
გენერალი გოგი თათუხაშვილის (პ/ნ 12003000407)
და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ე.წ. პრეზიდენტმა ჩემი თხოვნის შემდეგ, რომელიც ომის ვეტერანების შეწყალებას შეეხებოდა, რუსეთის ათასობით აგენტი, კრიმინალი, თავისი ახლო და შორეული ნათესავები შეიწყალე. არ შეიწყალე მხოლოდ ომის ვეტერანები, ყოფილი ძალოვანები. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ამ ხალხის გეშინია და შეწყალების ინიციატივით რუსეთ-საქართველოს ომებში სამჯერ დაჭრილმა გენერალმა მოგმართე? გადაწყვეტილება ვერ მიიღე ივანიშვილის და პუტინის ნებართვის გარეშე? იმ სიიდან ბევრს პირობითი ჰქონდა მისჯილი და უკვე ვადაც კი გაუვიდათ…
მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს შეგახსენებთ, რომელიც მან 2003 წლის 9 მაისს წარმოთქვა. ,,ამერიკა იმიტომაა ძლიერი ქვეყანა, რომ მის ხელისუფლებაში 90 პროცენტი ომის ვეტერანია!’’ ასევეა ყველა შემდგარ ქვეყანაში.
ისრაელში ყველა პოლიტიკოსის და სამხედრო მაღალჩინოსნის შვილები მაღალი რისკის საბრძოლო ნაწილებში მსახურობენ. ეს იქ პრესტიჟი და ღირსებაა… ჩვენთან მაღალ თანამდებობებზე მსხდომთაგან 99 პროცენტს სამშობლოს წინაშე ელემენტარული სამხედრო ვალი არა აქვს მოხდილი, ომის ვეტერანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათ შვილებზე ხომ საერთოდ არაა საუბარი.
საქართველოს მართავს წითელი ინტელიგენცია, რომელიც ემორჩილება პირდაპირ რუსეთს! შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ვეტერანები სულ ფეხებზე კიდიათ!
უანგარობა, პატიოსნება, სამშობლოსთვის თავგანწირვა, საქართველოში აღარაა მოდაში!
18.12.2017 წელს მივმართე პრეზიდენტ მარგველაშვილს ამნისტიის შესახებ. თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამიჭირა მხარი.
,,გოგი თათუხაშვილი პრეზიდენტს ომის ვეტერანი და სამხედრო პატიმრების გათავისუფლებას თხოვს !
მივმართავ თხოვნით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!
ბატონო გიორგი, წარმოიდგინეთ რა ძნელია ჩემთვის ამ მიმართვის გაკეთება, რადგანაც არ გთვლით არც ჩემს და არც ქართველი ხალხის არჩეულ პრეზიდენტად. ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, რაც დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია : თქვენ ,,გაზპრომის” ფულით დანიშნული პრეზიდენტი ხართ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის სათამაშო ბრძანდებით. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არაა, თქვენი შეფი და თანაგუნდელებიც ამას ღიად ლაპარაკობენ.
თქვენ, ,,ენმ”-ის ჩათვლით ყველა პარტია მოიარეთ. ბოლოს სული ,,გაზპრომს” მიჰყიდეთ…
თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება პრორუსული ძალების გააქტიურება. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში პუტინის შეკვეთით სიკვდილით დაისაჯნენ სპეცოპერაცია ,,კოდორი-2007”-ის მონაწილე ოფიცრები. მათ შორის ჩემი შვილი. თქვენ, ერთი უსუსური განცხადებაც კი არ გააკეთეთ.
თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება სამხედრო პირების, ომის ვეტერანების უკანონო დევნა, დაკავებება, გატაცება, მკვლელობები…
სანამ თხოვნას ჩამოვაყალიბებდე, მინდა აღვწერო პატარა ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან: 1993 წლის 2 ივლისის ბრძოლებში, სოფელ ძველ კინდღში დაიღუპა 26 შინაგანჯარელი. მათ გმირობაზე მოგვიანებით თვითონ აფხაზები მოგვიყვნენ. მე იმ ბრძოლაში არ ვმონაწილეობდი, რადგანაც შრომის მიმართულებაზე ვიყავით გადასროლილი და იქ დავიჭერი. ივლისის ბოლოს დაღუპული თანამებრძოლების გადმოსასვენებლად რამდენჯერმე დავუკავშირდი აფხაზურ მხარეს და შეხვედრა ვითხოვე. რაზეც უარი მივიღე. იძულებული გავხდი, პირდაპირ შემეთვალა – მოვდივარ, კაცურად დამხვდით. მივუთითე ადგილი და დრო. მე, თავში და ფეხში დაჭრილი, ყავარჯნით, მაიორი გელა მაისურაძე GeLuka Mtacmindeli და კაპიტანი ვაჟა რუსია Viktor Rusia გავუდექით გზას. შევხვდით, კაცურად დაგვხვდნენ. საბოლოოდ მოვილაპარაკეთ, რომ მეორე დღეს დილის ექვსი საათიდან საღამოს ექვს საათამდე დაგვითმობდნენ პოზიციას და უფულოდ, უანგაროდ გაგვიწევდნენ დახმარებას ბიჭების გამოსასვენებლად. რაც შეასრულეს, მადლობა მათ! ასე იქცევიან კაცები, თუნდაც დაპირისპირებულები, თუნდაც ომში!..
გთხოვთ, გამოიყენოთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება და თქვენი პრეზიდენტობის ბოლო წელი ომის ვეტერანი და სამხედრო პატიმრების საშობაო ამინისტიით დაიწყოთ, რომლებიც ფაქტიურად პოლიტპატიმრები არიან. რომა შამათავა, ზაალ ლატარია, კახა ნაკანი, და სხვები. თხოვნას თან ერთვის სია.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვ შეუერთდნენ ჩემს ინიციატივას და საქართველოს პრეზიდენტს მივაწოდოთ სრული სია. ,,ძალა ერთობაშია!”
P.S. არ გამოვრიცხავ, ზოგიერთმა შეწყალებაზე უარი თქვას და ამჯობინოს ციხეში დარჩენა“,- ნათქვამია გოგი თათუხაშვილის მიმართვაში.
http://georgianpress.ge/com/news/view/29237?lang=1
პრეზიდენტად წოდებულო მარგველაშვილო, კიდევ გაქვს დრო! გამოაცხადე ამნისტია ომის ვეტერანებისთვის, რომელთაც პირობითი აქვთ და ვინც სასჯელს იხდის. თუ არადა, ცხოვრება ასე არ მთავრდება! შეხვედრამდე!
21.08.2018

To the President of Georgia Giorgi Margvelashvili
A copy to the Embassies and international
Organizations accredited in Georgia
General Gogi Tatukhashvili (p / n 12003000407)
And NGOs joint

S T A T E M E N T
The president of Georgia after my request for mercy war veterans, had pardoned thousands of Russian agents,criminals and close relatives of Russia. You did not pardon only war veterans, former law enforcement officers. Why? Is not it because you are afraid of these people and the Genearl who was three times wounded in Russia-Georgia wars and requested for pardon? Could not you make a decision without Ivanishvili and Putin’s permission? Many of those from the list had conditional sentence and expired their time..
I remind you the words of Mikheil Saakashvili on May 9, 2003. “America is the strong country because 90 percent of its governors are war veterans!” It is the same in all developed countries.
In Israel, all the children of politicians and military high-ranking persons are served in high-risk combat units. This is a prestige and dignity there… 99 percent of those who have high positions in Georgia had not even done compulsory military service. It is unnecessary to talk about war veterans. Their children are completely out of this theme.
Georgia is managed by the red intelligentsia, which is directly obedient to Russia! Accordingly, the representatives of law enforcement agencies and veterans are on their feet!
Unselfishness, honesty, self-sacrifice for Homeland, is no more in fashion!
18.12.2010 I addressed President Margvelashvili about the amnesty. Eighteen non-governmental organizations supported me.
Gogi Tatukhashvili asks President to release war veteran and military prisoners!
I appeal to the Fourth President of Georgia, Mr. Giorgi Margvelashvili!
Mr. George, imagine how hard it is for me to make this public address, because I do not consider you as the elected president of the Georgian people. You do not want to be insulted as it is already known to everyone: You are the president appointed by Gazprom, and therefore you are puppet of Bidzina Ivanishvili. This is not my position, your team mates are talking openly about this.
You were the member of almost all political parties, including “ENM”. Finally sold your soul to “Gazprom”
Your presidency is connected to activation of pro-Russian forces. In the course of your presidency, Putin ordered the death of a special operation, “Kodori 2007″ officers -Including my son. You did not even make one public official statement.
The period of your presidency is related with arrests of military persons and war veterans. Until my request, I would like to describe a small episode from my life: In the battles of July 2, 1993, in the village Dzveli kindghi were killed 26 soldiers of Internal Army. They were the heroes and even Abkhazians described it later. I was not involved in the fight because we were shifted to village Shroma and I got there. To contact the fallen comrades who died at the end of the race , I contacted the Abkhaz side several times and asked the to meet. They refused. I was forced to go directly – I’m coming, let’s meet face to face. ”Please indicate the place and time. ” We met with men. Finally, we agreed that on the next day from six in the morning till six o’clock in the evening we would have to stand up and could take boys with the help of their release. Their promise has been done, thanks them! Men behave like that, even confronted, even in the war!
Please use your constitutional authority of the president and start official mercy in the last year of your presidency with war veteran and military prisoners, who are actually political prisoners. Roma Shamatava, Zaal Lataria, Kakha Nakani, and others. The request is accompanied by a willingness.
To all nonegovermental parties! Please joi n my official appeal and let’s send to our president full list ! Strength is in unity !
P.S. I do not exclude maybe some of the prisoners won’t recieve your mercy and remain in prison.
http://georgianpress.ge/com/news/view/29237?lang=1
http://www.tzona.org/post/Gtxovt-gamoiyenot-prezidentis-konstitui
Pesudo President Margvelashvili ! You still have time left! Announce an amnesty for war veterans who have a conditional sentence and who are in prison. If you do not, life does not end with this! Before the meeting!
21.08.2018
With Regards, General Gogi Tatukhashvili
პატივისცემით, გენერალი გოგი თათუხაშვილი.

Political Party « Veterans and Patriots for Georgia »
Chief Director: Victor Rusia
პოლიტიკური პარტია ,,ვეტერანები და
პატრიოტები საქართველოსთვის’’
გენერალური მდივანი: ვიქტორ რუსია

The Veterans of War and Internal affairs of Georgia « Far-Kmali »
Executive Secretary: Irma Simonishvili
საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი ,,ფარ-ხმალი’’
აღმასრულებელი მდივანი: ირმა სიმონიშვილი

« Independent Journalist’s society »
President: K. Shengelaia
,,დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება’’
პრეზიდენტი: ქ. შენგელაია

banner
წინა სტატიაშიხობში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა