შავ ზღვაში ყირიმის გაზის მომპოვებელი ჭაბურღილები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაიტანეს

შავ ზღვაში ყირიმის გაზის მომპოვებელი ჭაბურღილები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაიტანესრუსეთმა თავის ტერიტორიულ წყლებში გადაიტანა გაზის ჭაბურღილების მოწყობილობა, რომელიც ეკუთვნის „ჩერნომორნეფტაგაზს“ მას შემდეგ, რაც გაჩნდა საშიშროება მათი დაყადაღების.
შავ ზღვაში მიმდინარეობს ყირიმის „ჩერნომორნეფტაგაზის“ ჭაბურღილების მოწყობილობების სასწრაფო გადაადგილება რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, სამხედრო ბადრაგის თანხლებით. ეს დაკავშირებულია მათი მოსალოდნელი დაყადაღების გამო „ნაფტოგაზ“ უკრაინის სარჩელის თანახმად, რომელიც გადაეცემა სტოკჰოლმის ან ლონდონის სასამართლოს. თუ რომელიმე სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას დაყადაღების თაობაზე, მისი რეალიზებისთვის საჭირო იქნება ნაციონალური სასამართლოს, მაგალითად, უკრაინის, გადაწყვეტილება, რაც სიძნელეს არ წარმოადგენს, განაცხადა საერთაშორისო იურიდიული ფირმის Herbert Smith Freehills პარტნერმა ანდრეი პანიჩმა
რუსეთის მიერ გადაადგილებული ჭაბურღილების მოწყობილობები ნაყიდი იყო 2011 წელს განვადებით, რომელიც მაშინ „ნაფტოგაზმა“თავისი შვილობილი კომპანიისთვის – „ჩერნომორნეფტეგაზისთვის“ გამოყო. ამ ორ კომპანიას შორის სასამართლო დავა თანხის დაბრუნების ირგვლივ ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე დაიწყო. ოქტომბერში პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევი აპირებს ოდესის და ბეზიმიანის საბადოების დაბრუნებას. თვის მხრივ, „ნაფტოგაზის“ უფროსმა ანდრეი კობოლევმა თქვა,რომ მის კომპანიას შეუძლია ცალკე სარჩელი შეიტანოს კომერციულ არბიტრაჟში „ჩერნომორნეფტეგაზის“ ქონების დასაბრუნებლად.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკიმ სააკაშვილისა და ავაკოვის მხარდამჭერი სკანდალური განცხადება გააკეთა..
შემდეგი სტატია10 მთავარი გზავნილი პუტინის პრესკონფერენციიდან…