ჟირინოვსკიმ სააკაშვილისა და ავაკოვის მხარდამჭერი სკანდალური განცხადება გააკეთა..

2700835 16.09.2015 Руководитель фракции Политической партии "Либерально-демократическая партия России" (ЛДПР) Владимир Жириновский выступает на пленарном заседании Государственной Думы РФ. Владимир Федоренко/РИА Новости

მას შემდეგ რაც 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სააკაშვილის მოღვაწეობას უკრაინაში ამ ხალხისათვის სახეში შეფურთხება უწოდა, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, რუსული მედიისათვის მოულოდნელი და სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც სააკშვილსა და ავაკოვს მხარდაჭერა გამოუცხადა…

17 დეკემბნერს, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს და რადას თავმჯდომარეს თხოვნით, რომ მათ არ დასაჯონ შსს-ს მინისტრი არსენ ავაკოვი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ შეხლა-შემოხლის გამო, რაც 2 დღით ადრე მოხდა, ამასთანავე მან მხარდაჭერა გამოხატა ავაკოვისა და სააკაშვილის მიმართ, მათ მიერ უკრაინაში მდგომარეობის შეცვლის გამო გაწეული ძალისხმევისთვის… ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს არც ერთი მათგანის პოლიტიკურ შეხედულებებს, თუმცა მოუწოდებს მთელი მსოფლიოს და რუსეთის ჩინოვნიკებსაც, მიბაძონ ამ ორ უკრაინელ ჩინოვნიკის მუშაობის სტილს. ჟირინოვსკის აზრით, ამ ორი პოლიტიკური ლიდერის აგრესიული ტონი, ახსნა განმარტებებს არ საჭიროებს, რამეთუ ,,ქვეყნისთვის საშიშოებას წარმოადგენენ სწორედ რომ გაჩუმებულები,,.

მოგვიანებით კი, რუსული ტელეარხ ,,ლაიფ ნიუსისათვის,, მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ 2008 წელს სააკაშვილმა ომი დაიწყო ეს სულ სხვა საქმეა და ეს ცუდია… ,,მაგრამ დღეს რასაც სააკაშვილი და ავაკოვი აკეთებენ უკრაინაში, იმას ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ ორ ჩინოვნიკს აინტერესებს უკრაინაში რამე შეიცვალოს და საქმე გაკეთდეს… დანარჩენები კი მუქთახორები არიან… ეს ორი კარგები არიან… მე მათ პოროშენკოს და იაცენიუკის მაგივრად დავნიშნავდი… ავაკოვს პრეზიდენტად, სააკაშვილს პრემიერმინისტრად… პოროშენკომ და იაცენიუკმა დაქცევამდე მიიყვანეს უკრაინა, ეს ორი საქმეს აკეთებს და რამეს გააკეთებენ… ესენი პირდაპირი ხალხია და რამეს მოიმოქმდებენ… შესაძლებელია რუსეთის ვალიც გაისტუმრონ… პოროშენკო და იაცენიუკი კი არ იხდიან ვალებს და არც აღიარებენ… არც არაფერს აკეთებს… ესენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ,, განაცხადა ჟირინოვსკიმ, რომელმაც სააკაშვილი და ავაკოვი მოსკოვში, საჭირბოროტო საკითხებზე სამსჯელოდ დაპატიჟა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში“პროკურატურაში ანეგდოტური შეკითხვები დამისვეს”- ელისაშვილის 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში ყირიმის გაზის მომპოვებელი ჭაბურღილები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაიტანეს