შარლ მიშელმა პუტინს “კატეგორიულად მოუწოდა” გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, პუტინს “კატეგორიულად მოუწოდა” გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები.

“ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, განსაკუთრებით მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე”, – თქვა მიშელმა.

მისი თქმით, მტკიცედ გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიას.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტები გამიზნულად არ ათავისუფლებენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო პირებს, რითაც ქალაქის დამცველებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ დანებება აიძულონ – უკრაინის ვიცე-პრემიერი
შემდეგი სტატიაგულდასაწყვეტია დავით არახამიასგან ისეთი შეფასებების მოსმენა, როგორიც გუშინ გააკეთა – სარჯველაძე