შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ბაჩუკი ქარდავაც აწერს

ნიუპოსტთან

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუქი ქარდავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიამ მთავარი კომიტეტის დადგენილება გაავრცელა.

“მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა”, – წერია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: გრიგოლ ვაშაძე როგორც პოლიტიკოსი, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს
შემდეგი სტატიაე.წ. კარტოგრაფების საქმე სტრასბურგში გაიგზავნა – GDI