ლევან ხაბეიშვილი: გრიგოლ ვაშაძე როგორც პოლიტიკოსი, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს

ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც გრიგოლ ვაშაძის გამო ვარ შეწუხებული, რადგან როგორც პოლიტიკოსი, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს და როგორც ადამიანი, სამწუხაროდ, მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს ჩახედოს თვალებში, რადგან ბრძოლის ხაზზე მდგომი მისი კოლეგები ყველაზე მძიმე პერიოდში არც მოიკითხა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და ნიკა მელიას დაკავების პროცესში მას ერთხელაც კი არ გასჩენია სურვილი, სოლიდარული ყოფილიყო მისი ყოფილი თანაგუნდელის მიმართ.

„გულწრფელად ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გამო. სამწუხაროა და ვფიქრობ ტრაგიკული. ადამიანებიც და საზოგადოებაც კარგად შეაფასებს. ეს კაციც ამ პარტიის თავმჯდომარე იყო და ნიკა მელიას დაკავების პროცესში ამ ბრძოლების პროცესში მას ერთხელაც კი არ გასჩენია სურვილი სოლიდარული ყოფილიყო მისი ყოფილი თანაგუნდელის ან თანაგუნდელების მიმართ. მეტიც ამომრჩველებისთვისაც კი, იმ ხალხისთვისაც კი, ვინც წლების განმავლობაში, მათ შორის მისი საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს 24 საათიანი რეჟიმში ტერორის და მუქარის ქვეშ მუშაობდა, მათთვისაც კი არ გაუკეთებია განცხადება. როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად, გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანის გამო, რომელმაც რამდენიმეთვიანი, ე.წ. პაუზის შემდეგ საჯაროდ მოაწერა ხელი დოკუმენტს იმ პირობებში, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ მძევლად არის აყვანილი. ამასობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ როგორც ჩანს, რომ ბატონი გრიგოლისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა უპირობოდ პარლამენტში შესვლა. ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც გრიგოლ ვაშაძის გამო ვარ შეწუხებული, რადგან როგორც პოლიტიკოსი ის ფაქტობრივად აღარ არსებობს და როგორც ადამიანი, სამწუხაროდ, მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს ჩახედოს თვალებში, რადგან ფაქტობრივად, ბრძოლის ხაზზე მდგომი მისი კოლეგები არც მოიკითხა, ყველაზე მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ბაჩუკი ქარდავაც აწერს