ე.წ. კარტოგრაფების საქმე სტრასბურგში გაიგზავნა – GDI

ე.წ. “კარტოგრაფების საქმე” სტრასბურგში გიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაღტველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საჩივარი “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით დავით ჯანდიერმა მოამზადა. რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

“საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას – ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ბაჩუკი ქარდავაც აწერს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი – სამადაშვილი ამიერიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ აფიქსირებს