შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბეების – ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლეს არ აქვს დასაბუთებული, რის საფუძველზეა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მათივე თქმით, წარდგენილი ბრალი არაადეკვატურია, რადგან მორაგბეებს თავისუფლება არც ერთი პირისთვის არ აღუკვეთავთ.

გარდა ამისა, უფლებადამცველები გამოეხმაურნენ ერთ-ერთი მოწმის, ახვლედიანის ჩვენებას და მისი ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდნენ „ტოიოტას მარკის“ ავტომობილიდან გადმოსული სპორტსმენები გიორგი შაქარაშვილს, ასევე თავად ახვლედიანს და გურამ ამირხანაშვილს.

„10-15 წუთის განმავლობაში ფიზიკურად ვერ გაიგებდა, რადგან მანქანის გაჩერებიდან წასვლამდე ზოგადად არ იყო 15 წუთი გასული. იმ პირობებში, თუ გაეკიდნენ და დაიმალნენ და 15 წუთი მარტო ამას უსმენდა, ფიზიკურად გამოირიცხება მისი ინფორმაციის ნამდვილობა. ფაქტია, რომ ეს ადამიანები მისდევდნენ არა ძალადობის მიზნით, რაც ჩანს მათი ქცევიდან გამომდინარეც, იგივე ამირხანაშვილის ნაწილშიც. მიზანი რომ ყოფილიყო ძალადობა, აუცილებლად იქნებოდა მათ შორის რაიმე სახის დაზიანებები“, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში6 ივლისიდან ბოლნისის სოფელი მუშევანი გაიხსნება
შემდეგი სტატია“გერმანიის ელჩზე მძიმე განცხადებებს „ევროპული საქართველო“ არ უერთდება, მაგრამ სასურველია, დიპლომატებმა შეცდომები არ დაუშვან”