“გერმანიის ელჩზე მძიმე განცხადებებს „ევროპული საქართველო“ არ უერთდება, მაგრამ სასურველია, დიპლომატებმა შეცდომები არ დაუშვან”

ჩვენ ძალიან კორექტული კრიტიკა გვქონდა გერმანიის ელჩის მიერ დაშვებული დიპლომატიური შეცდომების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებს შეეხებოდა.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროკავშირის გზავნილი „ევროპული საქართველოს“ არ ეკუთვნის.

„ევროკავშირის გზავნილი ჩვენ არ გვეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კორექტული კრიტიკა გვქონდა მის მიერ დაშვებული დიპლომატიური შეცდომების. უფრო მძიმე ბრალდებები საიდანაც გაისმა, შესაძლოა, ამაზე იყო რეაქცია ევროკავშირის ელჩების, რომლებიც როგორც წესი, სოლიდარობას იჩენენ ხოლმე. მაგრამ ახლა ყველაზე ცუდ სამსახურს ამ ვითარებას უწევს „ქართული ოცნება“, ივანიშვილის გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელთაც სამარცხვინო განცხადება გააკეთეს და ახლა ამ კაცის მიერ დაშვებული შეცდომის გამო წარმოშობილ ვითარებას იყენებენ თავისი კამპანიისთვის. ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ ქვეყანასაც და ამ დიპლომატსაც. რა შუაშია ანტიდასავლური კამპანია? უბრალოდ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, ელჩი არ უნდა გახდეს ასეთი დისკუსიის საგანი. ეს არ არის დიპლომატიურად კარგი და იმედია, მომავალში არ მოხდება. „ქართული ოცნების“ ეს გუნდი, რომელიც ყველა საქართველოს მეგობარს, რომელიც რაღაც საკითხზე ლეგიტიმურ კრიტიკას გამოთქვამდა, მოსყიდულსა და ოპოზიციის ჯიბეში მყოფს ეძახდა და ახლა ჩვენზე საუბრობს, რომლებმაც უბრალოდ გავაკრიტიკეთ ეს კაცი ლეგიტიმურად შეცდომების გამო. შეცდომა იყო სოფო კილაძის დისკუსიაში ჩარევა, შეცდომა იყო ამ მოლაპარაკებების ბოლოს ამ განცხადების გაკეთება, ყველას მოსდის შეცდომები. რაც შეეხება უფრო მძიმე განცხადებები, რაც მოვისმინეთ გერმანიის ელჩზე, რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ არ უერთდება ამ გამონათქვამებს, მაგრამ ყველასთვის სასურველია, დიპლომატებმა შეცდომები არ დაუშვან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
შემდეგი სტატიაამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება, სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც იმოქმედებს