6 ივლისიდან ბოლნისის სოფელი მუშევანი გაიხსნება

ბოლნისის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ცნობისთვის,სოფლის გახსნის გადაწყვეტილებამდე, მუშევანში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა. სოფელში გამოკვლეული 50-ზე მეტი პირიდან, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.

მუშევანი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 25 აპრილს ჩაიკეტა.

banner
წინა სტატიაშიგაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს