შალვა შავგულიძე : შესაძლოა, დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები დაშლა მართული იყოს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, შალვა შავგულიძე, რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე პროცესს “შესაძლო მართულს” უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

შალვა შავგულიძე დასავლური ღირებულებების მქონე პარტიების დაშლაში გარკვეული ძალების დაინტერესებაზე საუბრობს.

“მე ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი არ იყოს მართვადი იმ ძალის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები დაიშალოს. მე ამას არ გამოვრიცხავ, ახალი წარმონაქმნები იყოს მის მიერ მართვადი. კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რადგან სწორედ იმ ძალამ შეიძლება, შექმნას ფსევდო ოპოზიციური ძალები,” – აცხადებს შალვა შავგულიძე.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის მიმდინარეობის დროს დაწერილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე: თუ კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ შევიდეს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება