მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის მიმდინარეობის დროს დაწერილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის მიმდინარეობის დროს დაწერილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

36 ოლქში სულ 51 საჩივარია დაწერილი, რომელთა უმრავლესობაც პროცედურულ დარღვევებს შეეხება. აქედან 35 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლების მიერაა დაწერილი.

ასევე დღევანდელ სხდომაზე მარნეულის საოლქო კომისიის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ივანე პეტრიაშვილი აპირებს ერთ-ერთ საკითხად დააყენოს 86-ე უბნის მონაცემების ბათილად ცნობა.

მისი განცხადებით, ამ უბანზე 400 ბიულეტენი გაყალბების შედეგად იქნა ჩაყრილი და ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს. თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე აცხადებს, რომ ეს ბრალდება თავშივე უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულ უბანზე საარჩევნო ყუთში სულ 380 ბიულეტები იყო.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი : უსუფაშვილი უნიკალური ნიჭის ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე : შესაძლოა, დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები დაშლა მართული იყოს