შალვა რამიშვილი : გიგი უგულავა შეწყალებული უნდა იქნეს

შალვა რამიშვილმა გადაცემა დატოვა

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას შეწყალების მომხრეა, როგორც შალვა რამიშვილი ფეისბუკზე წერს, მას არ უნდა, რომ გიგი უგულავას წამებულის იმიჯი ქონდეს:
”გიგი უგულავა არ ზის ორმოცდამეათე პატიმრად 12 საწოლიან საკანში. ის ზის მარტო და სავარაუდოდ გამოსვლამდე ასე იჯდება გადაკეტილი. გიგი უგულავას არ ურტყავენ თირკმელებში დუბინკას საკანში სიცილისთვის. მას იქ ტელევიზორი აქვს. გიგი უგულავა არ დარდობს იმას რომ ოჯახი შიმშილით ამოუწყდება. გიგი უგულავას არ დაუჭრიან მატრასს და ტანსაცმელს შმონისას. მოკლედ გიგი უგულავა არ ზის ისე როგორც იჯდა მისი მერობისას ციხეში მყოფი ათიათასობით მოქალაქე. მაგრამ აი სულ არ მინდა, რომ წამებულის მანტია ესხას გიგი უგულავას. ამიტომ უნდა გაღებულ იქნეს მოწყალება და შეწყალებულ უნდა იქნეს იგი გიგი.”- წერს შალვა რამიშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაში“თქვენი ხელისუფლების ერთი განცხადების მერე ადამიანებს ხოცავდნენ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს”
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნება ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა