“თქვენი ხელისუფლების ერთი განცხადების მერე ადამიანებს ხოცავდნენ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა დაავიწყდეს, საკუთარი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული უკანონობები.

კვირიკაშვილის აღშფოთება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებამ გამოიწვია, როდესაც მან შსს-ს მინისტრობის კანდიდატს გიორგი მღებრიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დამრბევის ხელწერილით გათავისუფლებაში ღიად დასდო ბრალი. მღებრიშვილის განცხადებით, მას არავინ გაუთავისუფლებია, ხოლო ოფისები ვინც დაარბია, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კი არა, დღევანდელი ხელისუფლების მტერიცაა.

“ვის დავალებებზე საუბრობთ. თქვენი ხელისუფლის ერთი განცხადების მერე ადამიანებს ხოცავდნენ. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ნულოვანი ტოლერანტობის განცხადების მერე რამდენი ახალგაზრდა მოკლეს თბილისის ქუჩებში ერთი მითხარით, თუ შეიძლება რა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია, სწორედ მან მიირო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მოხსნაზე
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილი : გიგი უგულავა შეწყალებული უნდა იქნეს