პეტრე ცისკარიშვილი: რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნება ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანას რომ ნომრალური მთავრობა ჰყოლოდა და რეფორმების გატარება გაეგრძელებინა, თითოეული მოქალაქის წლიური შემოსავალი დაახლოებით 7 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო დღეისთვის.
“გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ლარებში ითვლება, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ რომ ქვეყნის საერთაშორისო სიმდიდრე დოლარში იზომება. სწორედ დოლარში, 16 მილიარდი დოლარიდან, 2012 წლის მონაცემებით, დღეს 14 მილიარდ დოლარამდე ვართ ჩამოსული. ესაა მშრალი შეფასება. რაც შეეხება ხელიდან გაშვებული შესაზლებელობების ღირებულებას, ის დაახლოებით 8 მილიარს შეადგენს. ანუ, რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას სიძულვილს არ გადააყოლებდა, ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა. შესაბამისად არ გაუფასურდებოდა ამ დონემდე ეროვნული ვალუტა.”,- განაცახდა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილი : გიგი უგულავა შეწყალებული უნდა იქნეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ტარიფების ზრდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გარდაუვალია