შალვა პაპუაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკის, პროგრამის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობათაშორისი მხარდაჭერის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასა რეგნერს შეხვდა.

შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას.

ასა რეგნერი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გლობალური დისკუსიისთვისაც მნიშვნელოვანია. ასა რეგნერმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში აშშ-დან მეტი მძიმე იარაღი იგზავნება – კულება
შემდეგი სტატიაპარლამენტში მჯდომ ოპოზიციას „ოცნება“ მაშველ რგოლად იყენებს, მეგობრებო გამოდით პარლამენტიდან! – შალვა ნათელაშვილი