უკრაინაში აშშ-დან მეტი მძიმე იარაღი იგზავნება – კულება

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინაში უფრო მძიმე იარაღი იგზავნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ველაპარაკე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, მადლობა გადავუხადე უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. მეტი იარაღი, მათ შორის მძიმე, მოემართება უკრაინაში, რადგან რუსეთი აგრძელებს დამანგრეველ შეტევებს დონბასში“, – აღნიშნავს კულება.

მისი თქმით, საუბრისას, ასევე, განიხილეს უკრაინის ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: ბევრი არაკეთილმოსურნე დადის ევროპული კაბინეტების დერეფნებში და ცდილობს, დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა