პარლამენტში მჯდომ ოპოზიციას „ოცნება“ მაშველ რგოლად იყენებს, მეგობრებო გამოდით პარლამენტიდან! – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში მყოფი ოპოზიცია მაშველი რგოლის ფუნქციას ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში მჯდომ მეგობრებს პარლამენტის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ხელისუფლება კვლავ აგრძელებს პარლამენტში შესული ოპოზიციის მაშველ რგოლად გამოყენებას. ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ემზადებიან ბრიუსელში ვიზიტისათვის, რათა დაარწმუნონ ევროპა მიგვიღონ ევროკავშირში, მაშინ როდესაც, ძალიან კარგად იციან რომ ევროპაში არა თუ წევრად, კანდიდატად შესვლის შანსიც არ გაგვაჩნია.

იმ გამოცდილებით, რაც მიღებულ იქნა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, ოპოზიციის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ბუჩაში ვოიაჟით, კეთდება ერთადერთი დასკვნა, რომ პარლამენტში მჯდომი მეგობრები, აბსოლუტური უმრავლესობა – ყველა არა, ასრულებს მაშველი რგოლის ფუნქციას. მეგობრებო გამოდით პარლამენტიდან!“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა უკრაინიდან ექსპორტზე ყველა გადასახადი გააუქმა