შალვა ნათელაშვილი : პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები

admin
ავტ.: admin ივლისი 1, 2020 14:00

შალვა ნათელაშვილი : პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები

ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„​​ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არც ერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო, მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა“, – წერს ნათელაშვილი.

admin
ავტ.: admin ივლისი 1, 2020 14:00

Google სტატისტიკა


3,650
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics