ბოლნისის სოფელი მუშევანი ნაცვლად 6 ივლისისა დღეიდან გაიხსნა

ბოლნისში, სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის თარიღი შეიცვალა. ნაცვლად 6 ივლისისა, მუშევანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული მკაცრი შეზღუდვები დღეიდან იხსნება. ინფორმაცია ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

გუშინ, 1 ივლისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მუშევანში საკარანტინო რეჟიმი ორშაბათიდან, 6 ივლისიდან, მოიხსნებოდა.

მუშევანი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 25 აპრილს ჩაიკეტა.

1-ლი ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, გარდაიცვალა – 15.

banner
წინა სტატიაში“„ვიზეარი” არსად არ გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, რა მომენტშიც ვიქნებით მზად გააგრძელებს ფრენებს” – ნათია თურნავა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები