გუგული მაღრაძე – სულ მიკვირს, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით

„ეს საკითხი სულ ტრიალებს პარლამენტში, ვერც ერთმა პარლამენტმა ვერ შეძლო და ვერ გადალახა ეს მასკულინური ბარიერი. სულ მიკვირს, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით. აქაც პარლამენტშიც, ისეც. ჰკითხეთ ქალებს, იგრძნობენ თუ არა შეურაცხყოფილად თავს, თუ იქნება კვოტები? ანდა ის, რომ გამოკითხვები ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს, რომ ყოველი მესამე სიაში იყოს ქალი, ეს თქვენთვის ხომ არის მონაცემი, არა? მემგონი არის ეს გასაზიარებელი მონაცემები და ამასთან ერთად, როცა ლაპარაკია რატომ არის ეს საჭირო, საჭიროა, რადგან რაც შეიძლება სრულად იყოს წარმოდგენილი როგორც ქალი მოსახლეობის, ასევე მამაკაცი მოსახლეობის ინტერესები. ჩვენ ვსაუბრობთ ბალანსზე, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მეტი ქალი იყოს. ჩვენ ხომ არ ვკრძალავთ ისეთი პარტიის დარეგისტრირებას, რომელსაც ფაშისტური ან რაიმე ისეთი იდეოლოგია აქვს. ვიმედოვნებ, ეს პარლამენტი აღმოჩნდება იმ დონეზე, რომ ეს კანონპროექტი მაინც იქნება მიღებული“, – განაცხადა მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები
შემდეგი სტატიაპარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა