შალვა ნათელაშვილი მიხეილ მაჭავარიანის ბრალდებას პასუხობს

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ თავის დროზე, შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილს დაუთმო, ლეიბორისტების ლიდერი გამოეხმაურა .

”აი ახლა ხომ დაიჯერებთ, რომ ეს უბინძურესი ცილისწამება სწორედ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის გავრცელებული იყო თავიდანვე, აბა სხვა კომპრი ვერ იპოვეს და რამე ხომ უნდა გამოეგონათ.

სხვამ თუ არა ნაცმოძრაობის ამ რუხმა კარდინალმა და საქართველოში ყველა არჩევნების გამყალბებელმა, დამაქცევარმა კარგად იცის რომ უმცირესობის ლიდერი, ანუ მე, 10 კაციანი ფრაქციით, 30 კაციანი უმრავლესობის ლიდერს, ანუ მაშინდელ მიხეილ სააკაშვილს ვერ დაუთმობდა ვერც საკრებულოს თავმჯდომარეობას და ვერც მერიის დარაჯის პოსტს. ახლა დინახეს ნაცებმა და ოცნებამ საერთო საფრთხე ლეიბორისტული პარტიის სახით და გარიგდნენ ჩვენს წინააღმდეგ ერთობლივ პიარ-სვლებზე. აღარ გიშველით არაფერი, თქვენმა წყალმა ჩაიარა.

იქნებ ამ ბინძურმა არსებამ, იმავდროულად ბიძინას ნათესავმა და ჭორვილადან კარის მეზობელმა, ისიც თქვას ბარემ რამდენი მილიონი ავიღე მათგან საბიუჯეტო ნაქურდალი ფულიდან, ამ დათმობაში. აი როგორ შეკრა ჩვენგან წამოსულმა საერთო საფრთხემ მათი,ძალაუფლების დაკარგვისა ქოცნაცები.ზუსტად იგივე მოდელია რასაც ასევე ერთობლივად მიმართავდნენ შევარდნაძის მოქკავშირი (სადაც სხვათა შორის გენერალური მდივანი ასევე მიხეილ მაჭავარიანი გახლდათ) და ასლან აბაშიძის აღორძინება ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ.

მაგრამ ისინი წაილეკნენ, ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით. თუმცა სრული ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ,მიშა სააკაშვილი მართლა მთავაზობდა საკრებულოს თავმჯდომარეობას, თავისი უმრავლესობის მხარდაჭერით, გათვლა ძალიან პრიმიტული იყო, უნდოდათ ვემართე,ვეკონტროლებინე, ვექციე თავისი ბინძური პოლიტსხეულის ნაწილად ხოლო თუ არ ვიქნებოდი მორჩილი ნებისმიერ დროს მომიწყობდნენ იმპიჩმენტს თავისი უმრავლესობით, გადამაყენებდნენ, ქალაქში მათ მიერ ჩადენილ თუ არ ჩადენილ ყველა ცოდვას მე დამაბრალებდნენ და ამ გზით ჩამომიცილებდნენ პოლიტიკური კონკურენციის გზიდან, რისი ბედნიერებაც მათ არ მივანიჭე და მერე იძულებული გახდნენ აეღოთ თავიაანთი თავმჯდომარეობა”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სურს
შემდეგი სტატიაე.წ. გერმანული მოდელის განხილვა დღის წესრიგიდან ამოიღეს