ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა დღის წესრიგიდან ამოიღეს

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ე.წ. გერმანული მოდელის საკითხის განხილვა ამოიღო.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღებაზე.

„რესპუბლიკელები“ ველოდებოდით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არა მაქვს, რომ ან მოფრინავენ, ან მოჯირითობენ ფეხმარდი ცხენებით, მოკლედ ისინი არ მოდიან. ძალიან სამწუხაროა, რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს სამართლიანი დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღებაზე. კარავშია კაცი ოდესაში, ეტყობა იმის მძევლები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტეტები. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან ჩვენ ვხსნით ამ საკითხებს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მიხეილ მაჭავარიანის ბრალდებას პასუხობს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართავს