აფხაზეთს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სურს

აფხაზეთს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სურს

timthumbაფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა, აფხაზეთის ინტერესებშია. ამის შესახებ სააგენტო „РИА Новости“-ს განუცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ.

„ეს ეკონომიკურად მომგებიანი იქნება აფხაზეთისთვის, თუმცა საქართველო აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, რადგან თვლის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მის შემადგენლობაში, ანუ საკითხს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მე კი ვთვლი, რომ იგი უნდა განვიხილოთ ეკონომიკური კუთხით და საღი აზრიდან გამომდინარე“- აღნიშნა მიქვაბიამ.
მატარებლების მოძრაობა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეწყდა 1992 წ., როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. რუსეთი თანახმაა ფუნქციონირება განაახლოს ამ სატრანზიტო მონაკვეთმა, რომელიც საშუალებას მისცემს მატარებლებს იმოძრაონ რუსეთიდან სომხეთში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მიხეილ მაჭავარიანის ბრალდებას პასუხობს