შალვა ნათელაშვილი: გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გადაიქცა საგანგებო შიმშილის ვითარებად

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ“გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გადაიქცა საგანგებო შიმშილის ვითარებად. ამიტომ, თუ ხელისუფლება მოინდომებს დღეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარანტინში შეკეტილი ყოველი ოჯახი მიიღებს 1000 ლარიან კომპენსაცია, თუ მოხდება კომენდანტის საათის გაუქმება და თუ ამუშავდება მაღაზიები, აგრარული ბაზრები, წვრილი და საშუალო ბიზნესი.

“ოცნება” ნურც იოცნებებს, რომ ეპიდემიის მოტივაციით მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებათა ბლოკირებას და გადადებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. მათი ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი ხალხის გულებში გადაწყვეტილია და ვერავითარი პანდემოლოგია, ვირუსოლოგია და კორონიზაცია მათ ვერ უშველით,”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშიკიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა, 63 სასულიერო პირი კი დაინფიცირდა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია