კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა, 63 სასულიერო პირი კი დაინფიცირდა

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფექციას 93 ადამიანი ემსხვერპლა, 3102 კი დაინფიცირდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი გრძელდება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გადაიქცა საგანგებო შიმშილის ვითარებად