გიგა ბოკერია: ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 13, 2020 14:44

გიგა ბოკერია: ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიდრე ის პატიმრობაშია, მანამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხება შესრულებული არ არის.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეთანხმება შეასრულოს. მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შესრულდება, „არ მოხდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია და დადგება უმძიმესი შედეგები“.

„ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია. ოქრუაშვილი დაკავებულია მისი პოლიტიკური აქტივობის გამო და იმ კრიმინალური და დანაშაულებრივი მიდგომის გამო, რაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა აირჩია. ვიდრე ის პატიმრობაშია, შეთანხმება შესრულებული არ არის. არ უნდა მოტყუვდეს ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ამ ტიპის საფრთხის დროს, რაც საქართველოს და მთელი მსოფლიოს წინაშეა და რასაც პანდემია ჰქვია, რაიმე შეიცვალა. საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, შემდგომ გვექნება არჩევნები და თუ არ შესრულდება შეთანხება, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მათ შორის – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და გიგი უგულავასი, არ იქნება ვითარების ნორმალიზაცია და ივანიშვილი მოიმკის უმძიმეს ხვედრს მისი ამ არჩევანის გამო. ამ შეთანხების შესრულების ბევრნაირი ინსტრუმენტი არსებობს ივანიშვილის და მისი გუნდის ხელში. უბრალოდ, ჯერ მას ეს შეთანხმება არ აქვს შესრულებული. საარჩევნო სისტემის რეფორმის დაწყებამდე, რაც მოხდება ალბათ ამ პანდემიის გადავლის შემდეგ ან ბოლოსკენ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება შეასრულოს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

წყარო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 13, 2020 14:44

Google სტატისტიკა


3,385
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics