,,შალვა… არცერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ“ – ირმა ინაშვილი შალვა ნათელაშვილს პასუხობს

შალვა ნათელაშვილის განცხადებას ფეისბუქის მეშვეობით პასუხობს ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. ნათელაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად ივანიშვილი-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპაერატისტულ ორგანიზაციებს გაურიგდა.
,,კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს:

ა) შალვა,

შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა.

ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ.

გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება.

ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში.

ვ) დამშვიდდი, შალვა და მიხვდი, რომ ამდენი ბოდვა მავნებელია ხორცისთვისაც და სულისთვისაც“ – წერს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებებს თბილისის საქალაქო სასამართლო ცილისმწამებლურ კამპანიად აფასებს
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა