ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებებს თბილისის საქალაქო სასამართლო ცილისმწამებლურ კამპანიად აფასებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში პოლიციის უფროსის დამნაშავედ ცნობის თაობაზე მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება:

„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებს, ადვოკატის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში პოლიციის უფროსის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

2017 წლის 23 ოქტომბერს, კოლეგა ადვოკატისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ, ადვოკატების მხრიდან მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არაერთი განცხადება გავრცელდა. სასამართლო სისტემის მიმართ სუბიექტური და ტენდენციური ცილისმწამებლური კამპანია, სცილდება ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას.

სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს კოლეგა იურისტებს, ნაცვლად სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობისა, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში, დაელოდნონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს და კოლეგას მხარდაჭერა მხოლოდ სამართლებრივად მყარი არგუმენტებით გამოუცხადონ.“- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა ქალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა
შემდეგი სტატია,,შალვა… არცერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ“ – ირმა ინაშვილი შალვა ნათელაშვილს პასუხობს