შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

,,სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).”-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,შალვა… არცერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ“ – ირმა ინაშვილი შალვა ნათელაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარეთ, რომ კითხვის ნიშნები არსად არ უნდა დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში