სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა

სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა

27.05 - shexvedra mosaxleobastanქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის, სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში დაზარალებულებისგან ზიანის შესახებ პირველადი ინფორმაცია მიიღო.

იოსებ ოქრომელიძე მოსახლეობას ზარალის დათვლას და მისი მოცულობის შესაბამისი სამსახურებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის მიწოდებას უმოკლეს პერიოდში დაპირდა.

„ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც დღეიდან სამეურნეო სავარგულებზე სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესწავლას დაიწყებენ და დასკვნას უმოკლეს ვადაში დადებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაზარალებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამით სარგებლობს, სადაზღვეო კომპანიები მათ მიყენებული ზარალს დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აგროდაზღვევის პროგრამის არსებობის ეფექტინობას“ – აცხადებს იოსებ ოქრომელიძე.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საღამოს საათებში გორის მუნიციპალიტეტის 13 და ქარელის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსხლეობას ხეხილი და ბოსტნეული კულტურები დაუზიანა. გუშინდელი სტიქიის შემდეგ განსაკუთრებული ზარალი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობას მიადგა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სავჩენკოს პრეზიდენტობის იდეალური კანდიდატი უწოდეს
შემდეგი სტატია“დინამო არენაზე” რობი უილიამსის კონცერტი რამდენიმე წუთში დაიწყება