რუსეთში სავჩენკოს პრეზიდენტობის იდეალური კანდიდატი უწოდეს

რუსეთში სავჩენკოს პრეზიდენტობის იდეალური კანდიდატი უწოდეს

tyurრუსეთის სახელმწიფო დუმას დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მართვა შეუძლია ყველას, სანამ ქვეყნის რეალური მმართველები “ოკეანესმიღმა კურატორების” ხელშია -წერს რუსული მედია.

ქვეყანის, რომლის მართვა სინამდვილეში გარედან ხდება, ნომინალურად ხელმძღვანელობა შეუძლია ყველას, ბოდიშის მოხდით, დიასახლისსაც… მით უმეტეს, რომ ოკეანეს მიღმელი კიევის კურატორები, პირველ რიგში ანტირუსულ განწყობას თესავენ”.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, დეპუტატის აზრით, უკრაინელი მფრინავი “ნადეჟდა სავჩენკო იდეალური კანდიდატია საპრეზიდენტო სავარძლისათვის. მისი განცხადება საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებით უფრო მეტად ფსიქიატრიულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სუბსტანციურს” – ამბობს სლუცკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ თუკი უკრაინელების სურვილი იქნება, მას შეუძლია ქვეყანის პრეზიდენტი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში შეცდომით 800 პოტენციური ტერორისტის მონაცემები გაანადგურეს
შემდეგი სტატიასეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა