სესიაშვილი: ლუჟკოვის თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს პირდაპირი დარტყმა მოგვაყენა

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ფაქტს მიიღებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, რომ მომავალში, საქართველოში ყოფილი თანამდებობის ის პირები არ შეუშვას, რომელთაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ კითხვები გააჩნიათ. როგორც სესიაშვილი აცხადებს მესაზღვრემ კანონის შესაბამისად იმოქმედა.

“თუ შესაბამისს სისტემაში არ დაფიქსირდა, რომ ამა თუ იმ ადამიანს, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვარი აქვს გადაკვეთილი, მესაზღვრე დაუყონებლივ რეაგირებას ვერ მოახდენდა. როგორც ჩანს, ეს სისტემაში დაფიქსირებული არ იყო, რისი მიზეზებიც შეგვიძლია, მოგვიანებით გავარკვიოთ. პასპორტში ე.წ. ბეჭედი არ იყო, რის გამოც მესაზღვრემ კანონის ფარგლებში იმოქმედა, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან მისი თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს პირდაპირი დარტყმა მოგვაყენა. ამ ფაქტს მივიღებთ, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, რომ მომავალში, ყოფილი თანამდებობის პირები არ შემოვუშვათ, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ კითხვები გააჩნიათ”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კანონმდებელი განმარტავს, რომ იმისათვის, რომ პირის მიმართ რეაგირება მოხდეს, სისტემაში დარღვევა დაფიქსირებული უნდა იყოს. “თუმცა შეიძლება, პირი სისტემაში არ იყოს, რადგან მონაცემთა ბაზის და სისტემის მოპოვება არც თუ ისე ადვილია, როცა თავის მხრივ, ოკუპანტები ცდილობენ, რომ ე.წ. საზღვარზე ბეჭდის დაფიქსირებას ან სისტემაში შეყვანას თავი აარიდონ. სახელმწიფოს გარკვეულ პირთა მონაცემთა ბაზა აქვს, რომლებსაც ოკუპირებული საზღვარი გადმოკვეთილი აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში, შესაბამისმა მესაზღვრემ კანონის ფარგლებში იმოქმედა. ეს ჩვენთვის წინასწარ ცნობილი რომ ყოფილიყო, შეიძლება, სხვა ტიპის რეაგირება მოგვეხდინა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ახალი აბრეშუმის გზის მიღმა რჩება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ლუჟკოვმა კი არ უნდა დატოვოს ქვეყანა, პასუხი უნდა აგოს