შალვა ნათელაშვილი: ლუჟკოვმა კი არ უნდა დატოვოს ქვეყანა, პასუხი უნდა აგოს

შალვა ნათელაშვილი – ლუჟკოვი საქართველოს ტერიტორიულ მკვლელობაში ერთ-ერთი გამოკვეთილი ჯალათია და მისგან სხვა განცხადებას არც ველოდი. მე მიკვირს ივანიშვილის უმრავლესობის წევრთა ფარისევლური .მკრეხელური განცხადებები რომ ლუჟკოვმა უნდა დატოვოს საქართველო. ჯერ ერთი კი არ უნდა დატოვოს, პასუხი უნდა აგოს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის და მეორე რატომ უშვებდით თუ დასატოვებლად გაიმეტებდით მით უფრო რომ იურიდიული საფუძვლები არ დაშვებისა არსებობდა, მაგრამ ბატონის წინააღმდეგ ხმის ამოღებას არ ხართ მიჩვეულნი. მით უფრო კარგად იცით რომ ეს მოსკოველი ბატონი ასლან აბაშიძის კურთხევით და ცნობილი მაფიოზა , მისი მერობისას პირველი ვიცე-მერის იოსებ ორჯონიკიძის რეკომენდაციებით ჩამობრძანდა ივანიშვილის სტუმრის ფაქტობრივი სტატუსით. საერთოდ მისაღებია კანონი რომ, განცხადებაც კი საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უნდა ისჯებოდეს ციხით, ვინც არ უნდა გახლდეს მისი ავტორი შინაური თუ გარეული-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისესიაშვილი: ლუჟკოვის თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს პირდაპირი დარტყმა მოგვაყენა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება