სერგო რატიანი: კრიმინალი, ადგილობრივი ჩინოვნიკები და სუს-ი ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას

„ხელისუფლებამ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, სადაც კრიმინალი, ადგილობრივი ჩინოვნიკები და სუს-ი შეკრულები არიან და ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას,“- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა შაბათის კურიერში ისაუბრა.

მარნეულში, სადაც განმეორებითი კენჭისყრა იმართება, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იმყოფებიან.

„პოლიციაა და კუნთმაგარი ყმაწვილებიც ჰყავთ მობილიზებულები,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანმა დღეს განმეორებით კენჭისყრაზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა, მისი თქმით, ზუგდიდში კომისიის წინაშე ამომრჩევლის მიერ 41 ნომრის შემოხაზვა ხდებოდა.

ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი გაიმარჯვებს.

სერგო რატიანი NDI-ის რეკომენდაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების მიმართ დემოკრატიის პროცესს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რაც დაუშვებელია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის 79-ე უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელს ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო, შენიშვნა მისცეს
შემდეგი სტატიაგანმეორებითი კენჭისყრების შესახებ საია ინფორმაციას ავრცელებს