სერგო რატიანი: გაზპრომი ნიშნავს სიცივეს და დამოუკიდებლობის შეზღუდვას

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, “სოკართან” გუშინდელი მოლაპარაკების მიუხედავად, რუსული საფრთხე კვლავ რჩება.

„ ჩვენ მშვიდი საპროტესტო აქციით, პრინციპულად დავიცავთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არგვინდა ჩავარდეთ 90-იანებში, გაზპრომი ნიშნავს სიცივეს, ნიშნავს ეკონომიკურ გაჭირვებას და დამოუკიდებლობის შეზღუდვას“- განაცხადა რატიანმა აქციის მსვლელობისას.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ” “გაზპრომის” წინააღმდეგ აქცია ხვალაც აქვს დაგეგმილი. პროტესტს ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, ის კანცელარიასთან 2 საათზე დაიწყება და რუსეთის საელჩოს მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიანი დარსალია: “მივმართავთ პროტესტის ყველაზე უკიდურეს ფორმას”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ვისურვებდი, ისეთი საქართველო გვქონდეს, როგორზეც ეს გმირები ოცნებობდნენ