პაატა ბურჭულაძე: ვისურვებდი, ისეთი საქართველო გვქონდეს, როგორზეც ეს გმირები ოცნებობდნენ

მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს საჭირო გადმოსვენება და ჩვენ გვქონდეს იმის საშუალება, რომ ადგილზე მივიდეთ და იქ მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

“ვისურვებდი, რომ გვქონდეს ისეთი საქართველო, როგორიც უნდოდათ და როგორზეც ოცნებობდნენ ეს გმირები, რასაც სიცოცხლე შესწირეს ამ ახალგაზრდებმა. მეტიც, მინდა, რომ სულ მალე იყოს ისე, რომ საჭირო აღარ გახდეს გადმოსვენება, რადგან სამაჩაბლო, აფხაზეთი და საქართველო ეს არის ერთი და მინდა ჩვენ გვქონდეს იმის საშუალება, რომ ჩავიდეთ იქ და პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად დავიტიროთ ეს ხალხი. პატივი ვცეთ მათ ხსოვნას. ისინი ჩვენი, საქართველოს შვილები არიან და მე ვიმედოვნებ, რომ მალე ასე იქნება”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტია დასვენებული. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: გაზპრომი ნიშნავს სიცივეს და დამოუკიდებლობის შეზღუდვას
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია