ანი დარსალია: “მივმართავთ პროტესტის ყველაზე უკიდურეს ფორმას”

„გაერთიანებული საზოგადოების” თავმჯდომარე ანი დარსალია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაფრთხილების მიუხედავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააკაშვილის რეჟიმის ზონდერ-ბრიგადების წევრებისა და მათი მხარდამჭერი ზოგიერთი სპეცსამსახურის თანამშრომლების მხიდან უნივერსიტეტის გაკონტროლების მცდელობა არ წყდება.

7 მარტს 15.00 საათზე თსუ პირველ კორპუსში შედგება ახალგაზრდული ორგანიზაციების და საუნივერსიტეტო საზოგადოების საპროტესტო აქცია.

ვაფრთხილებთ ყველას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უპირველეს უნივერსიტეტზე ძალადობა არ შეწყდება, მივმართავთ პროტესტის ყველა უკიდურეს ფორმას“,-აცხადებს დარსალია

banner
წინა სტატიაშიშსს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა კასრაძის დანიშვნას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: გაზპრომი ნიშნავს სიცივეს და დამოუკიდებლობის შეზღუდვას