სერგეი ლავროვი: “ისლამური სახელმწიფო” ყველასათვის საერთო სამიზნე უნდა გახდეს”

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “რადიკალური დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები, ყველასთვის ბრძოლის საერთო სამიზნე უნდა გახდეს.

ამის შესახებ ლავროვმა ვენაში სირიის საკითხებზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი და “არაბული ლიგის” წევრი სახელმწიფოები იღებდნენ.

პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, არიან დაშავებულებიც.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიტანჯული ,,ჟურნალისტკა,, სააკაშვილთან კითხვას ვერ ,,აკვეხებს,,… (VIDEO)
შემდეგი სტატიაპარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა