სერგეენკოს ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს ელოდებოდნენ, სერგეენკოს მოადგილე მივიდა. დღევანდელ სხდომაზე, სოციალური მუშაკების მოთხოვნებზე და არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელონ.

უცნობია რატომ არ მივიდა დავით სერგეენკო პარლამენტში, მაშინ როდესაც ვითარება კრიზისულია და სოციალური მუშაკები უკვე მეხუთე დღეა, გაფიცულები არიან.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად დღეს სოციალური მუშაკებიც მივიდნენ.

„ჩვენ დღემდე არ მიგვიღია პასუხი იმაზე, ფსიქოლოგის დამატება მოხდება თუ არა და როცა ვითხოვთ ყველა ბავშვისთვის ფსიქოლოგის სერვისს, ჩვენი პასუხი არის ის, რომ ერთ ფსიქოლოგს ამატებენ, ისიც თბილისში, რაც არ არის, რასაკვირველია, საკმარისი, თან მინიმალურ საბაზისო მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ბენეფიციარების,“ – ამბობს სოციალური მუშაკი, ქეთი ხუციშვილი.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი : ეკა ბესელიას დღის წესრიგში შედის, რომ საქმით კი არ დაკავდეს, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს
შემდეგი სტატიაორი მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში, კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა – კახა კოჟორიძე