ორი მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში, კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა – კახა კოჟორიძე

იურისტ კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლო სისტემის მთავარ პრობლემად კლანისა და გავლენების არსებობა რჩება.

იურისტის თქმით, პრობლემებზე ვენეციის კომისიის წევრებთანაც ისაუბრებენ, რომელთა ვიზიტიც ერთ კვირაშია დაგეგმილი.

„ორი მთავარი პრობლემაა დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. პირველი ეს არის კლანის არსებობა და მეორე ეს არის კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა – ეს ორი მთავარი პრობლემაა და ეს გვინდა ჩვენ ავუხსნათ ვენეციის კომისიას. საკანონმდებლო მოდელი არ არის იმდენად პრობლემური, რამდენადაც არსებული რეალობა, რომ ამ საკანონმდებლო მოდელს გამოიყენებს ეს საბჭო, ეს კლანი და შესაბამისად ისინი მოიქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ მთელი ამ წლის განმავლობაში, რომ ცდილობენ გავლენიან თანამდებობაზე დანიშნონ ან საკუთარი თავი, ან ის ადამიანები, რომლებზეც გავლენის მოხდენა მათ შეუძლიათ,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკოს ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს