სერგეენკო – რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა შემოვიდეს პარლამენტში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა და ჟანრის ლოგიკით, უახლოეს დღეებში, საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა იყოს როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა – პარტიული ინტერესებისკენ.

„ტენდენცია უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდეს პარლამენტში. უფრო პოლიტიკური რევერანსები მგონია, რომ ვინმეს რეალობა არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რადგან ცალსახა მოწოდებებია – შედით, პარლამენტში და იქ გააგრძელეთ ოპონირება. არ შეიძლება, ეს ვინმეს არ ესმოდეს და თუ ვინმეს არ ესმის, მაშინ უბრალოდ, ამის გაგება არ უნდა”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – პროკურატურამ მასალები სრულად გადმოგვცა, 3 ჩვენება გამქრალია
შემდეგი სტატიასოფელ გუმათში სოლიდარობის აქცია გაიმართება